კრწანისის რაიონში გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური ადგილი გამოიყო

კრწანისის რაიონში გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური ადგილი გამოიყო

118
გაზიარება

თბილისის მერიის ინიციატივით და კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 10 აგვისტოდან ყოველ შაბათ-კვირას კრწანისის რაიონში, გორგასალის ქუჩაზე ყველა მსურველს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე შეეძლება.

სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ყოველკვირეულად განთავსდება დახლები, რომლებსაც მოვაჭრეები არამალფუჭებადი პროდუქციის გასაყიდად გამოიყენებენ.
გორგასლის ქუჩაზე N39-ის მიმდებარედ გარევაჭრობის შესაძლებლობის გამოყენებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია. სპეციალური ფორმის შესავსებად ეწვიეთ კრწანისის გამგეობის სერვის ცენტრს მისამართზე – ორთაჭალის N4.

კომენტარი