საბურთალოს რაიონი: პეტრე იბერის ქუჩას ახალი სკვერი ექნება

საბურთალოს რაიონი: პეტრე იბერის ქუჩას ახალი სკვერი ექნება

69
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, პეტრე იბერის N4-ის ეზოში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო ზონები, სადაც სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდება. სკვერის ტერიტორიაზე ასევე, განთავსდება საჩრდილობელი, დამონტაჟდება საპარკე სკამები და ურნები.
სკვერის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები უკვე დაირგო და გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 106 194 ლარი გამოიყო.

კომენტარი