დიდუბის რაიონში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრობა შაბათ-კვირას მოეწყობა

დიდუბის რაიონში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრობა შაბათ-კვირას მოეწყობა

66
გაზიარება

თბილისის მერიის ინიციატივითა და დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდუბის რაიონში, პაიჭაძის ქუჩის N1-ის მიმდებარედ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრობა იმართება.

სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, მსურველებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე შეუძლიათ.
სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრობა თბილისის ათივე რაიონში ყოველ შაბათ-კვირას მოეწყობა. ადგილობრივები სხვადასხვა პროდუქტის შეძენას კომფორტულ და მოწესრიგებულ გარემოში შეძლებენ.
ორგანიზებულ ბაზრობებში მონაწილეობისთვის, მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ დიდუბის რაიონის გამგეობის დროებით სერვის ცენტრში მისამართზე – მირცხულავას ქუჩა N3ბ.

კომენტარი