ვაკის რაიონში გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური ადგილი გამოიყო

ვაკის რაიონში გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური ადგილი გამოიყო

66
გაზიარება

თბილისის მერიის ინიციატივითა და ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 10 აგვისტოდან ყოველ შაბათ-კვირას ვაკის რაიონში, მარიჯანის ქუჩაზე მდებარე სკვერის მიმდებარედ ყველა მსურველს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე შეეძლება.
სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ყოველკვირეულად განთავსდება დახლები, რომლებსაც მოვაჭრეები არამალფუჭებადი პროდუქციის გასაყიდად გამოიყენებენ.
აღნიშნულ მისამართზე გარევაჭრობის შესაძლებლობის გამოყენებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია. სპეციალური ფორმის შესავსებად ეწვიეთ ვაკის გამგეობის დროებით სერვის ცენტრს მისამართზე ვაჟა-ფშაველას N99, პირველი სართული.

კომენტარი