ისნის რაიონში გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყო

ისნის რაიონში გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყო

99
გაზიარება

თბილისის მერიის ინიციატივითა და ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, გარემოვაჭრეებისთვის სპეციალური სივრცე მეტროსადგურ ,,ისნის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის, ასევე ქართული ნუგბარის შეძენა კომფორტულ, სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში შეეძლებათ.
პროექტში მონაწილეობისთვის, მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ისნის რაიონის გამგეობაში.
ბაზრობები ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ შაბათ-კვირას 08:00 საათიდან გაიმართება.

კომენტარი