კრწანისის რაიონში ქუჩის კალათბურთისთვის მოედანი ეწყობა

კრწანისის რაიონში ქუჩის კალათბურთისთვის მოედანი ეწყობა

34
გაზიარება

კრწანისის რაიონში, გორგასალის ქუჩაზე, ქუჩის კალათბურთისთვის (სთრითბოლი) განკუთვნილი მოედანი და მოსასვენებელი ზონა 2880 კვ.მ-ზე ეწყობა. ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების წარმოების შემდეგ, გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები განხორციელდება.
ქუჩის კალათბურთის მოედანი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება და ასევე, მიმდებარედ მოეწყობა დასასვენებელი ზონა, დამონტაჟდება განათების სისტემა და ტერიტორია სხვადასხვა ჯიშის მცენარეებით გამწვანდება.
სამუშაოები, რომლის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 103 000 ლარია გამოყოფილი, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

კომენტარი