ნაძალადევის რაიონში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრობა მოეწყო

ნაძალადევის რაიონში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრობა მოეწყო

71
გაზიარება

თბილისის მერიის ინიციატივითა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ზღვის უბანში (თემქა), ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე ყოველ შაბათ-კვირას სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრობა იმართება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა მსურველს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე შეუძლია.
სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრობა თბილისის ათივე რაიონში იმართება, სადაც მოქალაქეები სხვადასხვა პროდუქტის შეძენას მოწესრიგებულ გარემოში შეძლებენ.

ორგანიზებულ ბაზრობებში მონაწილეობისთვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ნაძალადევის რაიონის გამგეობის ზღვის უბნის საუბნო განყოფილებაში, მისამართი – ზღვის უბნის X კვ. N27 კორპუსი.

კომენტარი