დიდუბის რაიონის გამგეობის მომსახურების ცენტრი ალ. მირცხულავას ქუჩაზე განთავსდება

დიდუბის რაიონის გამგეობის მომსახურების ცენტრი ალ. მირცხულავას ქუჩაზე განთავსდება

105
გაზიარება
როგორც დიდუბის რაიონის გამგეობიდან იუწყებიან, სარემონტო სამუშაოების გამო, 12 აგვისტოდან მიმდინარე წლის ბოლომდე, დიდუბის რაიონის გამგეობის მომსახურების ცენტრი განთავსდება დიდუბის საუბნო სამსახურში, მისამართზე – ალ. მირცხულავას ქ. N3ბ.

მოქალაქეებს მომსახურების მიღება და წერილის ელექტრონულად დარეგისტრირება აღნიშნულ მისამართზე შეეძლებათ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანია, რაიონის მცხოვრებლებმა მუნიციპალური სერვისები კომფორტულ გარემოში მიიღონ.

დიდუბის რაიონის გამგეობა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის!

კომენტარი