თელასი: 17 და 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასი: 17 და 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

43
გაზიარება

როგორც თელასი იტყობინება, 17 და 19 აგვისტოს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, 17 აგვისტოს ელექტროენერგია საბურთალოსა და სამგორის რაიონებს დროებით შეეზღუდებათ:

საბურთალოს რაიონში: 00:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ონკოლოგიური კლინიკის ფერდობის, დელისის III ქუჩის,  ემანუელ აფხაიძის, ვახტანგ ჩიქოვანის,  ბუდაპეშტის, დელისის, ზემო დელისის, ზემო ვეძისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, შალვა ნუცუბიძის, მეგრელიძის, ტაშკენტის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მცხოვრებლებს.

00:00 საათიდან 03:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, ტეხურის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის,  საბურთალოს,  კუტუზოვის, ტაშკენტის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში: 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის საწარმოო ზონის, ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის გასასვლელის, თეთრი ხევის დასახლების და ახვლედიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

რაც შეეხება 19 აგვისტოს, ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ მთაწმინდის, გლდანის, ნაძალადევის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებს.

კერძოდ:

მთაწმინდის რაიონში: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და ოქროყანის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე კი – ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, ფხოვის, ბარათაშვილის, ნიშნიანიძის, პუშკინის, ვეკუას, ათონელის, ფურცელაძის და ხაზინის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ჭედიას, კაჭარავას, ლაზოს, გაგრის, სალხინოს, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, კობერიძის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე კი – სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერფარსეგოვა-მახვილაძის, ხოჭის ტბის, მახვილაძის და კობახიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში: 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვაგზლის მოედნის, გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ხუდადოვის, ეროსი მანჯგალაძის, ვახტანგ მახალდიანის, ზაქრაძის, ლალიონის, ცოტნე დადიანის, ახტალის, ბახმაროს, გომარეთის და ლეჩხუმის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, ცურტაველის, მაისურაძის, თვალჭრელიძის, ახვლედიანის, მუხაძის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ფიროსმანის, წუწუნავას, გოკიელის, ბანეთიშვილის, ესენინის და მერაბ კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ცინცაძის და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

კომენტარი