გლდანის მეოთხე მიკრორაიონს რეაბილიტირებული სკვერი შეემატება

გლდანის მეოთხე მიკრორაიონს რეაბილიტირებული სკვერი შეემატება

67
გაზიარება

გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, N109 ა კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც რაიონის გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 2 000 კვ. მ ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, განათება, მოსასვენებელი პავილიონი, სასმელი წყლის სოკო და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სამუშაოებისთვის, რომელთაც, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გია კონსტრაქშენ“ ასრულებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 133 447 ლარია გათვალისწინებული.

 

კომენტარი

გაზიარება
წინა პუბლიკაციადღის ფოტო
შემდეგი პუბლიკაციაკვირის აფიშა