კახიძის N10-ში წყალარინების ქსელს აწყობენ

კახიძის N10-ში წყალარინების ქსელს აწყობენ

40
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ, კახიძის N10-ში წყალარინების ქსელს აწყობენ.

გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე 33 ოჯახი ცხოვრობს. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.

მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

2019 წელს ჩუღურეთის რაიონში მსგავსი სამუშაოები 13 მისამართზე უკვე დასრულდა.

კომენტარი