მოსკოვის გამზირს ახალი დასასვენებელი სივრცე ექნება

მოსკოვის გამზირს ახალი დასასვენებელი სივრცე ექნება

113
გაზიარება

მოსკოვის გამზირზე, N36ბ და N36გ კორპუსების მიმდებარედ, 6500 კვ.მ ფართობზე დასასვენებელ სივრცეს აწყობენ.

როგორც სამგორის რაიონის გამგეობაში აღნიშნავენ, პროექტი ითვალისწინებს მწვანე სივრცის, დამცავი ღობის, საბავშვო მოედნისა და ატრაქციონების, ასევე, 340 კვ. მ ფართობის ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედნის მოწყობას, ჩოგბურთის მაგიდის, საპარკე სკამების, ურნების, გარე განათების სისტემისა და შადრევნის დამონტაჟებას. გარდა ამისა, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ტერიტორიაზე განთავსდება ორი დასასვენებელი პავილიონი.
ამ ეტაპზე დასრულებულია ფიტნეს ზონის მოწყობა, რომელიც ათ სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორს მოიცავს და გამწვანებულ მონაკვეთებს შორის საფეხმავლო ბილიკების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება მიმდინარეობს. 

სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „ალგე ჯგუფი“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 255 ათასი ლარია. ახალი დასასვენებელი სივრცე 1 თვეში გაიხსნება.

დასასვენებელი სივრცის მოწყობამდე აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები – სრულად შეიცვალა წყალარინების სისტემა; ასევე, 3 200 კვ.მ. ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი.

კომენტარი