უკლებას ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება დასრულდა

უკლებას ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება დასრულდა

70
გაზიარება

მთაწმინდაზე, უკლებას ქ.№3-ში, მრავალბინიანი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება დასრულდა.
პროექტი მთაწმინდის რაიონის გამგეობამ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 148 000 ლარი დაიხარჯა.
როგორც გამგეობიდან იუწყებიან, სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდა შენობის კონსტრუქციული ელემენტები – საძირკველი და მზიდი კედლები, რომლებიც სეისმური სარტყელით შეიკრა, ფანჯრებსა და კარებზე კი ღიობები ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა.
კონსტრუქციული ელემენტების გამაგრების პარალელურად, შენობა ახალი ქანობიანი სახურავით გადაიხურა.
მიმდინარე წლიდან, გამგეობამ მთაწმინდაზე მწვავედ ავარიული რვა სახლი გაამაგრა.

თანადაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები კიდევ ორ ავარიულ სახლს უტარდება.

კომენტარი