ბათუმის სავიზიტო ბარათი „რვაფეხა“ აღდგენილია

ბათუმის სავიზიტო ბარათი „რვაფეხა“ აღდგენილია

192
გაზიარება

ფოტო: თორნიკე რიჟვაძე

ბათუმის სავიზიტო ბარათი კაფე „ფანტაზია“, იგივე „რვაფეხა“, რომელიც განადგურებას სამოქალაქო აქტივიზმმა გადაარჩინა, გაიხსნა.

შენობა, რომლის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო, 1975 წელს აიგო.
ავტორები არიან: გიორგი ჩახავა და ზურაბ კაპანაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრესსამსახურის ინფორმაციით: „ნაგებობას შეუნარჩუნდა ძველი იერსახე. რეაბილიტაციის ფარგლებში ხელახლა დამზადდა ფიგურები. ნაგებობის წყლისგან დაცვისთვის საიზოლაციო სამუშაოები ჩატარდა და მოეწყო მოზაიკა. ძველი, დაზიანებული იატაკი, თავდაპირველად არსებული დეკორატიული იატაკით შეიცვალა. მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები“.

 

კომენტარი