დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

43
გაზიარება

დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N34, N35 და N36 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ეწყობა საბავშვო გასართობი მოედნები, სადაც კაუჩუკის რბილ საფარზე ატრაქციონები დამონტაჟდება. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ლამპიონები. გარდა ამისა, სკვერში განთავსდება საპარკე სკამები და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

რაიონის გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ტაო“ ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 92 947 ლარი დაიხარჯება.

კომენტარი