ისნის რაიონს ახალი დასასვენებელი სკვერი შეემატა

ისნის რაიონს ახალი დასასვენებელი სკვერი შეემატა

47
გაზიარება

ისნის რაიონში, ყვარლის ქუჩის N107-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობის თხოვნითა და ჩართულობით, დასასვენებელი სკვერი მოეწყო.

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ მისამართზე დასვენების, გართობისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის:

• დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის საბავშვო ატრაქციონები;
• პატარებისთვის მოეწყო სავარჯიშო სივრცე, სადაც დამონტაჟდა კალათბურთის ფარი;
• დაიდგა საბაღე სკამები;
• მოეწყო გარე განათების სისტემა და დამონტაჟდა LED განათების ლამპიონები;
• მოეწყო ლითონის ღობე;
• ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

გარდა ამისა, ისნის რაიონის გამგეობამ, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ყვარლის ქუჩის N107-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სკვერთან საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარი გამოყო.

პროექტის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტის განხორციელებისთვის 8 8872 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი