ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელს რეაბილიტაციას უტარებენ

ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელს რეაბილიტაციას უტარებენ

158
გაზიარება

ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მილები და ჭები, რის შემდეგაც რეაბილიტირებულ პერიმეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო. მისი თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მაღალია.

„ამხანაგობების საერთო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები მოსახლეობის მომართვიანობის, პრიორიტეტებისა და მუნიციპალური ბიუჯეტის გათვალისწინებით ხორციელდება. მომართვიანობა ძალიან დიდია, ამიტომ პრიორიტეტების განსაზღვრა გვიწევს. კორპუსში არსებულ პრობლემებს შორის, პირველყოვლისა, მნიშვნელოვანია გადახურვის და შიდა საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, ასევე, ლიფტების მოწესრიგება. მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სახურავს, ხოლო 2 პროექტი მიმდინარეა; დაფინანსდა წყალარინების ქსელის 23 პროექტი, რომელთაგან 14 მისამართზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო 9 მისამართზე მიმდინარეობს; ლიფტის რეაბილიტაცია 34 მისამართზე დაფინანსდა, მათ შორის, 18 ლიფტი უკვე განახლებულია“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ვაკის რაიონის გამგეობის ცნობით, მიმდინარე წელს, ამ დრომდე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფრასტრუქტურა 99 მისამართზე განახლდა, 36 მისამართზე კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ყოველი დაფინანსებული პროექტის შედეგად, ამხანაგობის საერთო ანგარიშზე კონკრეტული სამუშაოების საერთო ღირებულების 10% გროვდება, რაც მოსახლეობის საჭიროების შესაბამისად, მათი საერთო ქონების განახლებას მოხმარდება.

კომენტარი