კვირის აფიშა

კვირის აფიშა

147
გაზიარება

გაეცანით იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომლებიც მიმდინარე კვირაში არ უნდა გამოტოვოთ:

Hospitality Extra Services

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი, ბიზნეს აქსელერატორი სპარკი განაგრძობს ტურიზმის სფეროს მხარდაჭერას დედაქალაქის მასშტაბით და გთავაზობთ ვორქშოპს თემაზე : Hospitality extra services

ვორქშოპის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები :
– ექსტრა სერვისების კოორდინირებული დაგეგმვის წარმოება.
– რა ტიპის ექსტრა სერვისები არსებობს
– რა სახის ექსტრა სერვისი შეგიძლიათ აწარმოოთ დამოუკიდებლად
– რატომ უნდა გავწიოთ ექსტრა სერვისი უფასოდ
– როგორ მოვახდინოთ საჭირო ექსტრა სერვისის იდენტიფიცირება და შეთავაზება.
– როგორ დავგეგმოთ თბილისში სტუმრის გასეირნება
– რა უნდა გავითვალისწინოთ თბილისის ტურის განხორციელებისას

ვის შეუძლია რეგისტრაცია ?

– ტრეინინგში მონაწილეობისთვის საკმარისია მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება – https://forms.gle/ttPMESR9GWWgERwq8

ტრეინინგი არის უფასო

სად: სპარკი | ცოტნე დადიანის 164 (კიკვიძის ბაღი)
როდის: 27 აგვისტო | 17:00 სთ


Fabrika Cinè-Club : Cléo de 5 à 7 (1962)

Fabrika Cine-Club-ის კინოჩვენებები გრძელდება.
ამჯერად, შეგეძლებათ ნახო ანიეს ვარდას ფილმი – „კლეო 5-დან 7-მდე“

კინოჩვენების ენა: ორიგინალი ენა : ფრანგული (ინგლისური სუბტიტრებით)
დასწრება თავისუფალია

სად: ფაბრიკა | ე. ნინოშვილის 8
როდის: 28 აგვისტო | 21:00 სთ

კესანები მარტოობის ქალაქში – წიგნის პრეზენტაცია

თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი 29 აგვისტოს 18:30 საათზე გიწვევთ ოლღა (ოლიკო) ცისკარიშვილი-სოსელიას პოეტური კრებულის „კესანები მარტოობის ქალაქში” პრეზენტაციაზე.

ქართლში კესანეს ,,კონკიძველა“დაარქვეს, ზემო იმერეთში ,,ციცინო“, გურიაში ,,ხასიათა“, რაჭაში „თიკნიყურა“. ლეგენდის მიხედვით, როცა შეყვარებულები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, მამაკაცი ქალს კესანეს ჩუქნიდა, ერთმანეთი რომ არ დავიწყებოდათ. ერთგულებისა და სიყვარულის სიმბოლო, გაზაფხულის ლურჯთვალა მახარობელი…

სად: ჩახრუხაძის N17 | ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი
როდის: 29 აგვისტო | 18:30 სთ


ჩინური დღიური – პრეზენტაცია

„კაფე გალერიში” გაიმართება კოკა არჩვაძის წიგნის – „ჩინური დღიური” – პრეზენტაცია.
წიგნს თავად ავტორი და მწერალი ერეკლე დეისაძე წარადგენენ.

დასწრება თავისუფალია.

სად: „კაფე გალერი“ | რუსთაველის გამზ. 48
როდის: 30 აგვისტო | 21:00 სთ


ძველზმანების ფესტივალი _ Vintage Market

Vintylator ვინტილატორი ისევ მართავს მეორეული ტანსაცმლის, ანუ ძველზმანების ფესტივალს.

„უფრო მეტი 1940 – 2000 წლების: ქუჩის სტილი, სიურეალისტურ ფორმებისა თუ სახლის ტანსაცმელი, უფრო მეტი ეკო მეგობრული გარემო!
უფრო მეტი მუსიკა და არტისტი, სასმელი და საჭმელი, ინსტალაცია და ოვაციაც ასეცე გარანტირებულია“.

სად: ფაბრიკა | ე. ნინოშვილის 8
როდის: 31 აგვისტოს – 17:00 სთ || 1 სექტემბერს – 15:00 სთ


ცრუ განგაში. ცხრა მთას იქით

სამეფო უბნის თეატრი ახალ სეზონს 1,2,3 სექტემბერს გახსნის დათა თავაძის ახალი სპექტაკლით “ცრუ განგაში. ცხრა მთას იქით”.

რეჟისორი: დათა თავაძე / მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე / კომპოზიტორი: ნიკა ფასური / თარგმანი: დავით გაბუნია, დათა თავაძე
პიესები: მარტინ კრიმპისა და კერილ ჩერჩილის 
მონაწილეობენ: ნატა მურვანიძე, კატო კალატოზიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი
ფოტო: ლევან ჭყონია

სპექტაკლის შესახებ:

ბრიტანული დრამატურგიის ორი აღიარებული ავტორის, მარტინ კრიმპისა (ცრუ განგაში) და კერილ ჩერჩილის (ცხრა მთას იქით) პიესები რეჟისორ დათა თავაძის ორ სპექტაკლში თანამედროვე სამყაროს ქაოსურ და საფრთხეებით სავსე სურათს ხატავს.
კრიმპისეულ მოწესრიგებულ, რუტინულ რეალობაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე საშიშროება იმალება; პერსონაჟთა ცხოვრებას მთხრობელები გამუდმებით „ასწორებენ“, სასურველი მიმართულებით ცვლიან, მაგრამ ირაციონალური სისასტიკე მასში მაინც იჭრება.
ჩერჩილის დისტოპიურ–კოშმარული ფანტაზია მისტიურ ომში ჩათრეულ სამყაროზე მოგვითხრობს, სადაც ადამიანები, საგნები, ბუნებრივი მოვლენები ერთმანეთს ებრძვიან და არავინ იცის წინასწარ, ვინ ვის წინააღმდეგაა ამ ბრძოლაში.

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში, ტელ. 2996171
ან ონლაინ, საიტზე biletebi.ge
https://urlzs.com/pyfoC

სად: სამეფო უბნის თეატრი | გ. აბესაძის 10
როდის: 1,2,3 სექტემბერი – 20:00 სთ

 

კომენტარი