ქვეითების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია – იდეა თბილისის მერს

ქვეითების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია – იდეა თბილისის მერს

590
გაზიარება

მოქალაქე დავით თედორაძე თბილისის მერს კახა კალაძეს ქალაქის განათებისთვის ალტერნატიული კვების წყაროს შემოღების იდეით მიმართავს.

იდეის ავტორის განმარტებით, მის მიერ შემოთავაზებული მოწყობილობა Pavegenწარმოადგენს ფილას, რომელიც ტროტუარზეა დამონტაჟებული და ნაბიჯების კინეტიკურ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის.

„მოწყობილობა დამზადებულია მოქნილი, წყალგაუმტარი მასალისაგან, რომელიც დაბიჯების დროს ჩაიზნიქება, დაახლოებით, 5 მილიმეტრით. ეს, თავის მხრივ, ქმნის ენერგიას, რომელსაც სპეციალური მექანიზმი ელექტროენერგიად გარდაქმნის. Pavegen ფილა ითვლება აბსოლუტურად ეკოლოგიურად. სტატისტიკა ამბობს, რომ დღის განმავლობაში ფილაზე საშუალოდ ხუთჯერ ხდება დაბიჯება ერთ წუთის განმავლობაში, რაც შესაძლებელს გახდის 75 ვატის გამომუშავებას. ფილის დამონტაჟება შესაძლებელია სავაჭრო ცენტრებში, სკოლებში, მეტრო სადგურებზე, გაჩერებებზე, ტროტუარებზე“, – აღნიშნავს იდეის ავტორი.

დავით თედორაძემ საკუთარი იდეა მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გუშინ დაარეგისტრირა. წარმოდგენილი წინადადებისთვის ხმის მიცემას, სურვილის შემთხვევაში, ბმულზე გადასვლის შემდეგ შეძლებთ.
თუ იდეა 2500-ზე მეტ ხმას დააგროვებს, მას ქალაქის ხელმძღვანელობა განიხილავს.

კომენტარი