ავლაბარში, ბმა-ს პროგრამის ფარგლებში, ათი პროექტი მიმდინარეობს

ავლაბარში, ბმა-ს პროგრამის ფარგლებში, ათი პროექტი მიმდინარეობს

37
გაზიარება

ისნის რაიონში, ავლაბარში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ათი პროექტი მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით, ავარიული სახლებ რეაის გამაგრების, ლიფტებისბილიტაცია-განახლების, წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლის და სახურავების რეაბილიტაციის მიმართულებით ხორციელდება, მათ შორის:

  • ორი ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება სრულდება არმაზის ქუჩის N17 – სა და მთავარანგელოზის ქუჩის N28-ში;
  • ოთხი ახალი თანამედროვე ლიფტის მონტაჟი მიმდინარეობს ქეთევან დედოფლის მოედნის N2 კორპუსის ორ სადარბაზოში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის N11-ში და ქეთევან წამებულის გამზირის N76-ბ კორპუსში; 
  • წყლისა და წყალარინების შიდა ქსელები იცვლება ქეთევან წამებულის გამზირის N76-ბ და ლეხ კაჩინსკის ქუჩის N9-ში;
  • ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია რაზიკაშვილის ქუჩის N12/12 კორპუსში მიმდინარეობს;
  • სადარბაზოს კარი ქეთევან წამებულის გამზირის N84/86 კორპუსში მონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო და ამხანაგობებს შეხვდა.

აღნიშნული პროექტები, რომლებიც მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, ისნის გამგეობამ ბიუჯეტიდან 290 180 ლარით დააფინანსა.

გამგეობის ცნობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებით, წლის ბოლომდე კიდევ 25-მდე პროექტის განხორციელება იგეგმება.

კომენტარი