დღეს დედაქალაქში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დღეს დედაქალაქში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

44
გაზიარება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 30 აგვისტოს დედაქალაქში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება:

დიდუბის რაიონი

დიღმის მასივის I კვარტლის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, წყალტუბოს, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.

ნაძალადევის რაიონი

გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის, ქსნის, ფეიქართა, თიანეთის, ხორნაბუჯის და გუდამაყრის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10:30 საათიდან 17 საათამდე.

გლდანის რაიონი

იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 14 საათამდე.

საბურთალოს რაიონი

ზემო ვეძისის დასახლების, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გმირთა მოედნის, სანაპიროს, მაჭავარიანის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე;

ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ),  მიცკევიჩის, ცაგარელის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს –  11 საათიდან 15 საათამდე.

ვაკის რაიონი

დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ცხემის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას,  ზურაბ ჟვანიას და შევჩენკოს ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.

კომენტარი