ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვალა

ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვალა

117
გაზიარება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე მშენებლობის გამო, 4 სექტემბრის 00:00 საათამდე, ვაჟა ფშაველას ძეგლიდან „გუდვილის“ მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

შესაბამისად, მუნიციპალური ავტობუსები: N21, N54, N89, N92 და N150, ასევე, მიკროავტობუსები: N88, N137 და N200 ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირისკენ მარიჯანისა და ქავთარაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ქავთარაძის ქუჩასთან და შემდგომ, ყაზბეგის გამზირთან დასაკავშირებლად, როგორც მარიჯანის, ასევე თავხელიძის ქუჩებით სარგებლობას შეძლებს.

კომენტარი