მუხიანში რადიოქალაქი აშენდება – მერიამ აუქციონი გამოაცხადა

მუხიანში რადიოქალაქი აშენდება – მერიამ აუქციონი გამოაცხადა

159
გაზიარება

მუხიანში, 117 955 კვადრატულ მეტრ ფართობზე, მრავალფუნქციური კომპლექსის – რადიოქალაქის აშენება იგეგმება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი კომპლექსი მუხიანის  ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა. დედაქალაქის ხელმძღვანელობამ უკვე გამოაცხადა აუქციონი, რომლის  საპრივატიზებო საფასური 22 978 492 ლარია. განაცხადების მიღება 9 სექტემბერს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ რადიოქალაქის შესახებ  „Colliers international”-მა მოამზადა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის თანახმადაც, რადიოქალაქი წელიწადში, დაახლოებით, 2 მლნ სტუმარს მიიღებს, რაც დღეში 5 ათას ადამიანს აღემატება. შესადარებლად „Colliers  international“-ს „ისთ ფოინთის“, „თბილისი მოლის“ და ბავშვთა გასართობი ცენტრის „ფოკუს მოკუსის“  მაგალითები მოჰყავს. როგორც ირკვევა, „ფოკუს მოკუსს“ დღეში, დაახლოებით, 3 ათასი ადამიანი სტუმრობს. „ისთ ფოინთსა“ და „თბილისი მოლს“, საშუალოდ, 18-20 ათასი მომხმარებელი.

დედაქალაქის მერიის მტკიცებით, რადიოქალაქი იქნება მიზიდულობის ახალი ცენტრი, რომელსაც, თავისი მასშტაბით, თბილისში ანალოგი არ ექნება და რომელიც სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, სარესტორნო, სარეკრეაციო, საბავშვო, გასართობ და სპორტულ სივრცეებს გააერთიანებს.

 

კომენტარი