ამტვერებად მასალას მშრალი წესით ამუშავებენ – ინსპექცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს

ამტვერებად მასალას მშრალი წესით ამუშავებენ – ინსპექცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს

130
გაზიარება
ეკა ლალიაშვილის ფოტო

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ამუშავებენ ამტვერებად მასალას მშრალი წესით.

“ესეც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა!”- წერს ეკა ლალიაშვილი.

“სითი კვირა” თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ინსპექციის თანამშრომლები ადგილზე მივლენ, ვითარებას გაეცნობიან და კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

ეკა ლალიაშვილის ფოტო

კომენტარი