“ჩაკეტილი” ქალაქები და სახლი-რესპუბლიკა, რომელსაც რუკაზე ვერ იპოვით

“ჩაკეტილი” ქალაქები და სახლი-რესპუბლიკა, რომელსაც რუკაზე ვერ იპოვით

212
გაზიარება
როგორც აღმოჩნდა, დედამიწა არ შედგება მხოლოდ იმ  ქალაქებისგან და ქვეყნებისგან, რომლებიც რუკაზეა წარმოდგენილი. არსებობს ადგილები, რომლებიც არასდროს იქნება ასახული რუკებზე, მათ შესახებ გეოგრაფიის გაკვეთილებზეც ვერაფერს გაიგებთ და იქ ჩასვლაც გაგიჭირდებათ.
  • დახურული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნები

რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს ე.წ. დახურული ტერიტორიები, რომლებიც “ცივი ომის” დროს სრულიად საიდუმლოდ შეიქმნა. ასეთი ადგილების შესახებ უცხოურ დაზვერვას ინფორმაცია არ ჰქონდა. აღნიშნულ ტერიტორიებზე ბირთვული იარაღის შემუშავების პროცესი მიმდინარეობდა, ასევე ხდებოდა თანამგზავრული კავშირის გაუმჯობესება და საბრძოლო დანაყოფების განლაგება.

ამ დროისათვის მსგავს რუსულ ქალაქებში 1,5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. დღემდე რუსეთის მოქალაქეებისთვის დახურულ დასახლებაში მოხვედრა ძალიან ძნელია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ნათესავები ჰყავთ. ქალაქებში, რომლებიც რუკაზე არ არის აღნიშნული, შეშვების მკაცრი რეჟიმი მოქმედებს. თითქმის ყველა ასეთი დასახლება ეკლიანი მავთულით არის შემოსაზღვრული და შესასვლელ პუნქტებში მესაზღვრეები მორიგეობენ.

  • პატარა სახელმწიფოები, რომლებიც მსოფლიო რუკაზე არ არიან მოხსენიებული

ასევე, არსებობს ადგილები, რომლებიც არცერთ იურისდიქციას არ ექვემდებარება. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი ბირ თავილია. ამ უდაბნოში წვეთი წყალი არ მოიპოვება. აღნიშნულ ადგილი 2000 კვადრატულ მეტრის ფართობზეა გაშლილი. ბირ თავილი ეგვიპტესა და სუდანს შორის მდებარეობს და არცერთს ამ ქვეყნებიდან ის არ სჭირდება.

კიდევ ერთი უნიკალური ქალაქი-ობიექტი, რომელიც რუკაზე არ არის, – ავსტრიელი მხატვრის, ედვინ ლიმბურგერის, ქმნილებაა. 1984 წელს ავსტრიის დედაქალაქის ცენტრში ამ მამაკაცმა სახლი ააშენა, რომელსაც სფეროს ფორმა აქვს. ქალაქის ხელისუფლებასთან დიდხნიანი დავის შემდეგ მხატვარმა გადაწყვიტა, საკუთარი უძრავი ქონება დამოუკიდებელ რესპუბლიკად, კუგელმუგელად, (“გორა, რომელსაც სფეროს ფორმა აქვს”) გამოეცხადებინა და ავსტრიისგან საკუთარი ტერიტორია გამოეყო.

  • ქალაქები, რომლებიც არ არსებობენ

ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც არ არის რუკაზე, RPM-1200-ია. ეს რკინის ქალაქია, რომელიც იაპონელმა Chu Enoki-მ შექმნა. აღნიშნული ნაგებობა ქალაქ კობეს ადგილობრივ მუზეუმშია. კომპოზიცია ჯართისგან არის შექმნილი.

კომენტარი