ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავების გამო, კომპანიას ოქმი გამოუწერეს

ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავების გამო, კომპანიას ოქმი გამოუწერეს

139
გაზიარება
ეკა ლალიაშვილის ფოტო

შპს “გრინსერვის +”-ს, რომელიც ნუცუბიძის ქუჩაზე ამტვერებად მასალას სველი მეთოდის გარეშე ამუშავებდა, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერა.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” – გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

“სითი კვირა” თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ინსპექციის თანამშრომლები ადგილზე მივიდოდნენ, ვითარებას გაეცნობოდნენ და კანონის შესაბამისად იმოქმედებდნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება, კერძოდ, დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება, რაც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას, ფიზიკური პირის 500 ლარით, იურიდიული პირის კი, 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იგივე ქმედების გამეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 1000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული კი  – 2000 ლარით.

კომენტარი