სპორტის სასახლე დევიდ გარეტს უმასპინძლებს

სპორტის სასახლე დევიდ გარეტს უმასპინძლებს

97
გაზიარება

13 სექტემბერს, 20:00 საათზე სპორტის სასახლე მევიოლინე დევიდ გარეტს უმასპინძლებს. თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული გერმანელ-ამერიკელი მევიოლინე, ახალი ალბომით „UNLIMITED–LIVE 2019“, თავის თაყვანისმცემლებთან ერთად,  საკუთარი შემოქმედების 10 წელს აღნიშნავს.

ორგანიზატორების ცნობით, დევიდ გარეტის ახალი ტურნე ეძღვნება მუსიკას და მუსიკის თაყვანისმცემლებს. ის და მისი ბენდი ახალი, განუმეორებელი და შთამბეჭდავი „ქროსოვერის“ პროგრამით ესტუმრება თბილისს.

მე დიდი სიხარულით ველოდები საკონცერტო ტურნეს „UNLIMITED –LIVE 2019“. ახლა, ისე როგორც არასდროს, მსურს, ჩემი თაყვანისმცემლები გადავიყვანო მომხიბლავ მუსიკალურ მოგზაურობაში და ჩემს ჯგუფთან, მეგობრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად საზეიმოდ ავღნიშნო ჩემი მუსიკალური შემოქმედების ათი წელი.“ – აღნიშნავს მუსიკოსი.

10 წელზე მეტია, რაც დევიდ გარეტი საკუთარი საერთაშორისო კარიერით წლიდან წლამდე “ქროსოვერის” შედეგებს აუმჯობესებს და და სჯობნიდა საკუთარ თავს. მისი უკანასკნელი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მსოფლიოტურნე „EXPLOSIVE LIVE“ გაიმართა 20 ქვეყანაში და გაიყიდა 400 000-ზე მეტი ბილეთი. ტურნე „UNLIMITED“ მადლიერების გამოხატვაა დევიდ გარეტისგან, არამარტო მისი თაყვანისმცემლებისათვის, არამედ მისი გუნდის და ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მონაწილეობდა მის მოგზაურობაში და გვერდში ედგა მას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამის აღსანიშნავად, დამატებით, თავის სრულიად ახალ კომპოზიციებთან ერთად, ის შეასრულებს უკანასკნელი ათწლეულის თავის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებს, როგორებიცაა: „Smooth Criminal“, „Nothing Else Matters“, „He’s a Pirate“, „Viva la Viva“, „Thunderstrck“. განსაკუთრებული სიურპრიზი იქნება მისი საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც არ იქნება ჩართული ელექტროქსელში და შექმნის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ მომენტებს პროგრამის მსვლელობის დროს. „UNLIMITED“ აგრეთვე იქნება არტისტის პერსონალური რეტროსპექტივა, რომელმაც თავისი სახელი დატოვა ისტორიაში საკუთარი “ქროსოვერული” მუსიკით და რომელმაც ვიოლინოს რეპერტუარში მოახდინა რევოლუცია.

მის ახალ საუკეთესო ალბომში „Unlimited – Greatest Hits“, რომელიც გამოსცა ლეიბლმა Universal Music 2018 წლის ოქტომბერში, შესულია ამ ცოტა ხნის წინ არანჟირებული და ახალი ნაწარმოებები.

მოკლე ბიოგრაფია:
გასულ წელს დევიდ გარეტის მე-10 ალბომმა “Rock Revolution” დაიკავა მე-8 ადგილი გერმანიის ტოპ-ათეულში. მას 3 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, 24 ოქროს და 16 პლატინის ჯილდო აქვს მიღებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, ჰონგკონგი, მექსიკა, სინგაპური, ტაივანიდა ბრაზილია. მის პერფორმანსებზე მილიონობით ბილეთია გაყიდული. დევიდ გარეტი არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზედიდი ვარსკვლავი მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში.
ბილეთების  ფასი 80-დან 250 ლარამდე იქნება.

კომენტარი