TOP 7 თანამედროვე ქალაქი, რომელიც ტექნოლოგიური განვითარებით გაგაოცებთ

TOP 7 თანამედროვე ქალაქი, რომელიც ტექნოლოგიური განვითარებით გაგაოცებთ

121
გაზიარება

ტექნოლოგიამ მთელ მსოფლიოში რევოლუცია მოახდინა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი დაიკავა. ცუდია თუ კარგი, მან ადამიანური რესურსის გარკვეული ნაწილიც ჩაანაცვლა. გადავწყვიტეთ, დღეს ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ქალაქების შესახებ გიამბოთ.

  • სეული

გარდა იმისა, რომ სეული სამხრეთ კორეის ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენს, ის ტექნოლოგიური გიგანტების: Samsung-ისა და LG-ის “სახლია”. სეული თანდათან “ჭკვიან ქალაქად” გარდაიქმნება. ამ დროისთვის ქალაქში, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში უფასოდ არიგებენ მეორად “ჭკვიან” მოწყობილობებს, რათა ქალაქის ქსელში თითოეული მოქალაქე ჩართონ.

ქალაქში დამონტაჟებულია  “ჭკვიანი” კამერები, რომელთაც შეუძლიათ დაადგინონ უკანონო შეღწევა კერძო საკუთრებაში, ხოლო მაღალტექნოლოგიური ქუჩის ლამპიონები უკაბელო ინტერნეტს ავრცელებენ.

  • ლონდონი

ინგლისის დედაქალაქი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს მულტიმედიური დიზაინისა და ტექნოლოგიური ინოვაციების კუთხით. ლონდონის Silicon Roundabout-ი სტარტაპებისთვის მსოფლიოში რიგით მესამე პლატფორმაა. აღნიშნული რაიონი მსოფლიოში უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს იზიდავს, რომელთა უმრავლესობაც ინოვაციურ ცენტრებს ქმნის.

  • სტოკჰოლმი


სტოკჰოლმი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ჰაბია. იგი ევროპაში სტარტაპების დედაქალაქად ითვლება.

  • ჰონგ-კონგი 

ჰონგ-კონგი აზიაში სწორად ის ადგილია, სადაც ყველაზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით შეძლებთ სარგებლობას. აქ ადვილია საკუთარი ბიზნესის წამოწყება. მთავრობა რეგულარულად აფინანსებს ინოვაციებს. მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარებაში 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული.

  • ნიუ-იორკი

ადამიანთა უმეტესობისთვის ნიუ-იორკი საბანკო სფეროსა და ბროდვეისთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ტექნოლოგიებთან. მიუხედავად ყველაფრისა, ადგილობრივი, მსოფლიო მასშტაბის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა Silicon Valley მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია.

  • სან-ფრანცისკო

Bay Area მსხვილი ტექნოლოგიური აგლომერაციაა, რომელიც ისეთი კომპანიების სახლად ითვლება, როგორიცაა: Apple, eBay და Tesla Motors. მიუხედავად ახლოს არსებული Silicon Valley-ისა, კომპანიების უმრავლესობა იქიდან სან-ფრანცისკოში გადავიდა.

  • სინგაპური

სინგაპურს უკვე დიდი ხანია, სურს მსოფლიოში ყველაზე სუფთა ქალაქი გახდეს. გარდა ამისა, ქალაქში განლაგებულია გლობალური კომპანიების ბევრი კვლევითი ცენტრი, ისეთების, როგორიცაა Microsoft და Google. ყველაფრის გათვალისწინებით, სინგაპური საკუთარ მოქალაქეებს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე უფასო წვდომას სთავაზობს.

კომენტარი