აგარის ქუჩაზე ბორდიურებს აწყობენ

აგარის ქუჩაზე ბორდიურებს აწყობენ

40
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, აგარის ქუჩაზე, 265 მეტრზე ბორდიურებს აწყობენ.

მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„აგარის ქუჩის მოწყობა ბოლო ეტაპზეა. გასულ თვეს ასფალტის საფარი დაიგო, ამ დროისთვის კი, ბორდიურები ეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ექნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ მოაწესრიგა მიმდებარე ქუჩებიც“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძე.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.

კომენტარი