გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება და გამწვანდება

გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდება და გამწვანდება

47
გაზიარება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება და გამწვანება დაავალა.

როგორც თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გმირთა მემორიალთან ტროტუარი უკვე ეწყობა. სამომავლოდ კი, ტერიტორიაზე არსებული ნარგავები და მწვანე საფარი განახლდება.

„მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე მაია ბითაძეს, რომ გმირთა მოედანთან არსებული მემორიალის ირგვლივ განვახორციელოთ სამუშაოები, რადგან მცენარეები დაზიანებულია. მემორიალთან უკვე დავიწყეთ ტროტუარის მოწყობა და რადგან ამ პროექტს ვახორციელებთ, ამ კონკრეტული ადგილის გაკეთილშობილება, მცენარეების ჩანაცვლებაც უნდა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ გმირებს, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას თავი შესწირეს. ამ ყველაფერს შესაბამისი დაფასება, ამ კონკრეტულ ადგილს კი მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩემი თხოვნა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ შესაბამისი სამუშაოები და ტერიტორიის მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი