აწყურის ქუჩიდან კასპის ქუჩამდე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აწყურის ქუჩიდან კასპის ქუჩამდე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

73
გაზიარება

ისნის რაიონში, აწყურის ქუჩიდან კასპის ქუჩამდე მონაკვეთში გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.

ამ დროისთვის 7 500 კვ.მ. ფართობზე ტროტუარის მოწყობა და ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულებულია. ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში, მოეწყო ახალი ლედ განათების სისტემა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ისნის რაიონში პირველად დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიწისზედა სახანძრო ჰიდრანტი.

ამ დროისთვის ბორდიურის მოწყობა და ასფალტის მეორე ფენის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აწყურის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 449 012 ლარია, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება.

კომენტარი