პეკინის N45-ის ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

პეკინის N45-ის ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

147
გაზიარება

პეკინის გამზირის N45-ის ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, ეზოში მოეწყო ბორდიური და 1100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

აღნიშნულ მისამართზე უახლოეს მომავალში, მოსახლეობის თხოვნით, დასასვენებელი სივრცე განახლდება. აგრეთვე, ეზოში არსებული თარგები გამწვანდება.

ამასთან, სამუშაოები მიმდინარეობს კანდელაკის ქუჩის N2-ის ეზოშიც, სადაც 540 კვ. მ ფართობი მოწესრიგდება.

მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაფინანსებით, კომპანია „სუხო“ ახორციელებს.

ორივე პროექტისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 68 000 ლარი.

კომენტარი