რომელია საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი?

რომელია საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი?

127
გაზიარება

Economist Intelligence Unit-მა საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად წელსაც ვენა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის დედაქალამა ეს ტიტული უკვე მეორედ დაიმსახურა.

რაც შეეხება საუკეთესო სამეულის დანარჩენ ორ წევრს, ისინი ავსტრალიის ქალაქები: მელბურნი და სიდნეი გახდნენ. საუკეთესო ათეულში მოხვდნენ, ასევე, იაპონიიდან ოსაკა და ტოკიო, კანადიდან კალგარი, ვანკუვერი და ტორონტო, დანიიდან კოპენჰაგანი და ავსტრალიიდან კიდევ ერთი ქალაქი – ადელაიდა.

ბოლო ადგილი, შარშანდელის მსგავსად, წელსაც სირიის დედაქალაქმა, დამასკომ დაიკავა.

კომენტარი