4 ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქალაქის სწორად განვითარებას

4 ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქალაქის სწორად განვითარებას

103
გაზიარება

თანამედროვე ქალაქი რთული, მრავალდონიანი სისტემაა, რომლის ყოველი ფენაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული. გამოცდილება, რომელიც ქალაქის განვითარების პროცესში გროვდება, საშუალებას იძლევა, გავარკვიოთ, რომელი გადაწყვეტილება იყო მართებული და ეფექტიანი. ზუსტად ამ გამოცდილებას აანალიზებს, ეყრდნობა და ავითარებს ურბანისტიკა.

რას ნიშნავსსწორიქალაქი?

“სწორი” ქალაქის ფორმულირებისას ურბანისტები სხვადასხვა ფაქტორებს ითვალისწინებენ:

  1. ხალხის თანაცხოვრება ქალაქის პირობებში. მთავარი საკითხებია: სად და როგორ ურჩევნიათ მოქალაქეებს გაატარონ თავისუფალი დრო; რომელ რაიონებშია დანაშაულის მაღალი ან დაბალი დონე?
  2. სატრანსპორტო ნაკადები. მთავარი საკითხებია: რატომ წარმოიქმნება ზოგიერთ ადგილებში საცობები და ზოგან – არა; რომელი მარშრუტებით გადაადგილდებიან მოქალაქეები ყველაზე ხშირად; რამდენად ხშირად დადის მუნიციპალური ტრანსპორტი და რატომ ურჩევნიათ მოქალაქეებს მეტროთი გადაადგილება?
  3. ისტორიული ნაგებობების არსებობა და მდგომარეობა. მთავარი საკითხებია: რამდენია ქალაქში ისტორიული ნაგებობა და რა მდგომარეობაში არიან ისინი; არის თუ არა შენობები ნგრევის პირას; რას აკეთებს ქალაქი იმისთვის, რომ არქიტექტურული იერსახე შეინარჩუნოს?
  4. ინფორმაციული დაბინძურება. მთავარი საკითხებია: რამდენად ხშირად გვხვდება ქალაქში სარეკლამო განცხადებები; რამდენად უხდება ისინი ქალაქის იერსახეს; რა ოდენობის ინფორმაციას იღებს უნებლიეთ მოქალაქე ქალაქში სეირნობისას?

ურბანისტები საკუთარი კვლევების შედეგად სხვადასხვა ზომების მიღებას გვთავაზობენ, რომლებიც ქალაქში ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში დაგვეხმარება. მაგალითად, საცობების პრობლების აღმოსაფხვრელად ხშირად საჭიროა არა გზების, არამედ მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის გაფართოება.

კომენტარი