დიდ ლილოში ახალი სკვერი გაიხსნა

დიდ ლილოში ახალი სკვერი გაიხსნა

136
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა დედაქალაქს შემოერთებულ სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.

დიდ ლილოში, ნიავის ქუჩა N1-ის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო, რომელიც სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო ბურდულაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და საქართველოს პარლამენტში სამგორის მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ხაბარელთან ერთად დაათვალიერა.

აღნიშნულ მისამართზე მოწყობილ 650 კვ.მ ფართობის სკვერში სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი, მოსასვენებელი პავილიონი, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საყრდენი კედლებიც, სკვერის ტერიტორია კი დამცავი მოაჯირით შემოიფარგლა.
სკვერში გაკეთდა ფიტნეს ზონაც, რომელშიც ათი ტრენაჟორი დამონტაჟდა.

სკვერის პროექტის შესასრულებლად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 91 700 ლარი გამოიყო. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა.

სამგორის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

კომენტარი