ურბანისტიკა და მოქალაქეები – როგორ გავხადოთ ქალაქი უკეთესი?

ურბანისტიკა და მოქალაქეები – როგორ გავხადოთ ქალაქი უკეთესი?

135
გაზიარება

დროის უმეტეს ნაწილს ქალაქის საზღვრებში ვატარებთ. გარემო ჩვენზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს – სოციალური კეთილდღეობა, ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობა, ხალხის ერთობა და ურთიერთდამოკიდებულება პირდაპირ კავშირშია ქალაქის სივრცეში არსებულ გარემო პირობებთან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გარემო აყალიბებს როგორც ადამიანებს, ისე ეკონომიკას. მაგალითად, კარგი საცხოვრებელი პირობების გამო, დანაშაულის დონე მცირდება, ადამიანები ახალ ბიზნესს იწყებენ და ტურისტების ნაკადიც იზრდება.

ადრე ქალაქის შესწავლას საკმაოდ ცოტა დრო ეთმობოდა, მაგრამ ახლა თანამედროვე ქვეყნებში ურბანისტიკის განვითარება სახელმწიფო დონეზე წყდება. ქალაქის მმართველ ორგანოებში ურბანისტიკის სპეციალისტებს იწვევენ და ამ მეცნიერებას საკუთარ თანამშრომლებსაც ასწავლიან.

მრავალმა სოციალურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის პირველ ადგილზე მხოლოდ კომუნალური გადასახადის რეგულირების პრობლემა არ დგას, არამედ ქალაქში არსებული ნაცნობი ადგილების, ესთეტიკის, ქალაქის კულტურული ცხოვრების საკითხებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.

ურბანისტიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალა სოციალურად აქტიური მოქალაქეები არიან. ისინი წარმოადგენენ შინაგანად თავისუფალ, განათლებულ და ხშირ შემთხვევაში, ხელოვან ადამიანებს.

ხალხმა გაიგო, რომ ურბანისტიკა ის საყრდენი წერტილია, სადაც ყველას, საკუთარი ძალების ფარგლებში, შეუძლია სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას. აქტიური მოქალაქეები ხშირად ერთიანდებიან გარკვეული პრობლემური საკითხის ირგვლივ და აიძულებენ მთავრობას, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც, პირველ რიგში, ქალაქს გამოადგება. მსგავს საკითხებში მონაწილეობა ან მათი ინიცირება თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, ხოლო ის, რაც ჩვენი ქალაქის უკეთესობისკენ შესაცვლელად გვჭირდება, ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

  1. დავაფიქსიროთ საკუთარი ხმა არჩევნებზე. ძალიან ბევრი ადამიანი არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, რაც ცუდად მოქმედებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენ უნდა ვუკარნახოთ მათ დღის წესრიგი.
  2. თუ რაიონში ან ქალაქში რაიმე კარგი ტარდება, მივმართოთ მერიას მის მხარდასაჭერად. ნუ გამოვხატავთ მხოლოდ პროტესტს.
  3. ქალაქში გადასაადგილებლად ავირჩიოთ სხვადასხვა ტრანსპორტი. ვიაროთ ფეხით, ველოსიპედით, სკეიტით, მოვიხმაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
  4. სანამ საკუთარ თავს უფლებას მივცემთ დავიჩივლოთ, მაგალითად, გადატვირთული მოძრაობის ან პარკირების ადგილების დეფიციტის გამო, გვახსოვდეს, რომ ჩვენ საცობში კი არ “ვიჭედებით”, არამედ თავად ვქმნით საცობს.
  5. მოვთხოვოთ ხელისუფლებას, დაკავდნენ უსახლკაროების პრობლემებით, დაწყებული შესახლების პროგრამიდან, დამთავრებული ქუჩაში დახმარებით და გვახსოვდეს, რომ ეს საერთო ღირებულების საკითხია.
  6. და რაც მთავარია, გადავავლოთ თვალი, რამდენად ხელმისაწვდომია ქალაქი ყველასთვის: შშმ პირებისთვის, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის და ა.შ.

კომენტარი