გლდანის რაიონში სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია ჩაუტარეს

გლდანის რაიონში სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია ჩაუტარეს

46
გაზიარება

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები ილორის ქუჩა N2 და უწერის ქუჩა N11 კორპუსების მიმდებარედ ჩატარდა.

სამუშაოების ფარგლებში, შეიცვალა ლითონის მავთულ-ბადეები, ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდა კომბინირებული სპორტული მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი.

ორივე მოედნის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 48 595 ლარი დაიხარჯა. უწერის ქუჩაზე, სპორტულ მოედანთან ერთად, ფიტნეს ზონაც მოეწყო, სადაც სხვადასხვა დატვირთვის ტრენაჟორები განთავსდა.

დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, შალვა ოგბაიძესთან და კობა კობალაძესთან ერთად დაათვალიერა.

სპორტული მოედნების შეკეთების სამუშაოები ასევე, გლდანის მერვე მიკრორაიონის N34-ის, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N5-ის, მრევლიშვილის ქუჩის, მუხიანის მესამე მიკრორაიონის N1-ისა და გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N10 კორპუსების მიმდებარედ განხორციელდა.

სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა -„პე ბე“ და „დოკასპორტი“ – განახორციელეს.

კომენტარი