ლილოს დასახლებაში ახალი სკვერი მოეწყობა

ლილოს დასახლებაში ახალი სკვერი მოეწყობა

92
გაზიარება

სამგორის რაიონში ახალი დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. ლილოს დასახლებაში, მეფრინველეობის ქუჩა N3-ის მიმდებარედ ახალი სკვერი უახლოეს მომავალში გაიხსნება.

პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორია დამცავი მოაჯირით უკვე შემოიღობა. 230 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდება, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. ასევე, მოეწყობა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო ბურდულაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

სკვერის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 30 ათასი ლარია. სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „დანი კონსტრაქშენი“ ახორციელებს.

კომენტარი