საბურთალოზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

48
გაზიარება

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, თავდადებულის ქუჩა N6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი.

განახლებული სპორტული მოედანი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 38 419 ლარი დაიხარჯა.

კომენტარი