EBRD-ი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის, 12-მეტრიან ავტობუსებზე ტენდერს აცხადებს

EBRD-ი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის, 12-მეტრიან ავტობუსებზე ტენდერს აცხადებს

213
გაზიარება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის 110 ერთეული, 12-მეტრიანი, შეკუმშულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტობუსის შესყიდვაზე და მასთან დაკავშირებულ სერვისებზე ტენდერს აცხადებს.

gbc.ge-ის ინფორმაციით, პირველი 30 ერთეული თბილისში 2020 წლის 31 მარტამდე უნდა შემოვიდეს, მომდევნო 40 ავტობუსი- არაუგვიანეს 2020 წლის 30 ივნისისა, ხოლო დანარჩენი 40 ავტობუსი- არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა.

ტენდერში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადად 25 ოქტომბერი განისაზღვრა.

კომენტარი