ვარკეთილში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ვარკეთილში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

43
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. ვარკეთილი 3-ში, მე-4 მიკრორაიონის N413, N414, N416, N420, N424 კორპუსების მიმდებარედ, 12 000 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება.

პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი შიდა ეზოებსა და მისასვლელ გზებზე დაიგება. მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო ბურდულაძემ დაათვალიერა.

ამ ეტაპზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო. ასევე, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი.

სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ენდი როუდი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 600 000 ლარია. სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.

კომენტარი