თბილისში პირველი „მოძრავი საელჩო“ მოეწყობა

თბილისში პირველი „მოძრავი საელჩო“ მოეწყობა

121
გაზიარება

14 სექტემბერს, 14:30 საათზე რუსთაველის მეტროსთან თბილისში პირველი „მოძრავი საელჩო“ მოეწყობა.

თბილისში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით,  საელჩოს შენობიდან გარეთ გამოსვლა და მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში ე.წ. „მოძრავი საელჩოების“ მოწყობა „ბრიტანეთი-საქართველო 2019“-ის ფარგლებში გადაწყდა.

„მობრძანდით და შეიტყვეთ მეტი „ბრიტანეთი-საქართველოს 2019“ სეზონის და ბრიტანულ-ქართული მეგობრობის შესახებ.

საინტერესო ფაქტი: იცოდით, რომ თბილისი და ბრისტოლი დაძმობილებული ქალაქები არიან? უკვე 30 წელზე მეტია! ბრისტოლი ცნობილია საჰაერო ბუშტების ფესტივალით და ქუჩის ხელოვნებით – ე.წ. სტრიტ არტით. ალბათ, იმიტომ, რომ ბენკსი სწორედ ბრისტოლიდან არის“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.

კომენტარი