ახალი ბაგა-ბაღები, რომლებიც თბილისში მალე გაიხსნება

ახალი ბაგა-ბაღები, რომლებიც თბილისში მალე გაიხსნება

72
გაზიარება

დედაქალაქის ხელმძღვანელობა როგორც ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის, ასევე ახალი დაწესებულებების მშენებლობის მიმართულებითაც მუშაობს.  როგორც “სითი კვირას” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, 2019 წელს თბილისში 9 ახალი ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს:

  1. დიდუბის რაიონი, მიხეილ ჭიაურელის ქ. #18 მიმდებარედ;
  2. სამგორის რაიონი, ვარკეთილის მე-3 მასივი, ზემო პლატო, N1 კორპ. მიმდებარედ;
  3. გლდანის რაიონი, VI მ/რ, N7 კორპუსის მიმდებარედ;
  4. გლდანის რაიონი, VIII მ/რ, კორპ, N17 მიმდებარედ;
  5. გლდანის რაიონი, მუხიანის I მ/რ, (N184 ბაღის ეზო);
  6. ისნის რაიონი, საინგილოს ქუჩა;
  7. ისნის რაიონი, ნავთლუღის ქუჩის N8  (ექიმის გასასვლელი);
  8. კრწანისის რაიონი, ოქროყანის დასახლება;
  9. კრწანისი, სოფელი ფონიჭალა (შეჩერებული მშენებლობა განახლდა).

ამ ცხრა ბაგა-ბაღიდან ხუთი (N30 – ნავთლუღის ქუჩა N8; N81 – სოფელი ფონიჭალა; N93 – მ. ჭიაურელის N18; N101 – გლდანის მეექვსე მიკრორაიონი და N102- გლდანის მერვე მიკრო-რაიონი) მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში. მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის დარეგისტრირებულია იურიდიული პირები, ბაღებს მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომრები და მიმდინარეობს აღსაზრდელების რეგისტრაცია 2019-2020 სააღმზრდელო წლისათვის.

გარდა ამისა, განხორციელდა თბილისის N10 საჯარო ბაგა-ბაღის ეზოში არსებული ამორტიზებული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად შენდება ახალი კორპუსი, სადაც განთავსდება სააღმზრდელო ჯგუფები და მოეწყობა ღონისძიებების სივრცე. ასევე, გაიზრდება აღსაზრდელების რაოდენობა.

2019 წლის პირველივე თვიდან დაიწყო ნაძალადევის რაიონში მდებარე N21 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ამორტიზებული ნაწილის რეაბილიტაციაც. პროექტი ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა.

კომენტარი