ფეიქრების ქუჩაზე ახლად მოწყობილი გზაგამყოფი კუნზული გაამწვანეს

ფეიქრების ქუჩაზე ახლად მოწყობილი გზაგამყოფი კუნზული გაამწვანეს

72
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ფეიქრების ქუჩაზე ახლად მოწყობილი გზაგამყოფი კუნზული გაამწვანა.

აღნიშნულ გზაგამყოფზე, რომლის ფართობი 500 კვადარტულ მეტრამდეა, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო 18 ძირი ქვამუხა, 14 ძირი ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი და 8 ძირი შტამბიანი ფოტინია.

გამწვანებაზე შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ იმუშავა.

კომენტარი