ძლიერმა ქარმა თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

128
გაზიარება

თბილისში ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავა გადახადა.  შემთხვევა ვარკეთილის 1-ელ მიკრორაიონში მოხდა. საცხოვრებელში შემთხვევის დროს არავინ იმყოფებოდა. ძლიერი ქარი დასახლებაში დღეს დილიდან აღინიშნება. მოსახლეობამ შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართა, თუმცა ჯერ-ჯერობით ადგილზე არავინ გამოჩენილა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაზიანებულა. მომხდარის გამო, მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს მთავარ გზაზე ავტომობილით გასვლა შეზღუდული აქვთ.  გარდა საცხოვრებლისა, ადგილზე დაზიანებულია სპორტული მოედნის საფარიც. მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს გზის გათავისუფლებას.

წყარო:kvira.ge

კომენტარი