თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ნონკონფორმისტულ მუსიკა-გამოფენას უმასპინძლებს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ნონკონფორმისტულ მუსიკა-გამოფენას უმასპინძლებს

54
გაზიარება

25 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ქართულ ნონკონფორმისტულ მუსიკა- გამოფენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მიხეილ შუღლიაშვილი და ნათელა სვანიძე საფორტეპიანო ნაწარმოებებს შეასრულებენ.
„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ქართველი მოდერნისტი კომპოზიტორების, ნათელა სვანიძისა და მიხეილ შუღლიაშვილის საფორტეპიანო ნაწარმოებები აჟღერდება. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიანი პერიოდის მანძილზე, 2018 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ფრანკფურტის ბაზრობისთვის პოლონურ ფლაგმან გამომცემლობაში PWN გამოიცა სანოტო მასალა. ეს არის პირველი მასშტაბური, ევროპულ სტადარტებით გამოცემული ნოტები, რომლის პრეზენტაცია შედგება კონცერტის ფარგლებში. ამ უნიკალური და უმაღლესი ხარისხის სანოტო მასალის დათვალიერებას დამსწრეები შეძლებენ დარბაზის ფოიეში“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარი