პეკინის ქუჩაზე გზაგამყოფი კუნძულები გაამწვანეს

პეკინის ქუჩაზე გზაგამყოფი კუნძულები გაამწვანეს

73
გაზიარება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკვეთაზე და პეკინის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის გადაკვეთაზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები გაამწვანა.

კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 12 ძირი ზეთისხილი, 7 ძირი ფოტინია, 7 ძირი ლუგუსტრუმი (ჭრელფოთოლა), 7 ძირი მაგნოლია, 7 ძირი ძახველი და 350 ძირი ნიადაგმფარავი მცენარე – კარექსი.

ამავე ტერიტორიაზე იგეგმება ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის დათესვა.

კომენტარი