ალექსანდრე ყაზბეგის № 16–ის მიმდებარედ ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა იწყება

ალექსანდრე ყაზბეგის № 16–ის მიმდებარედ ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა იწყება

52
გაზიარება

25 სექტემბრიდან ალექსანდრე ყაზბეგის № 16–ის მიმდებარე ტერიტორაზე, თბილისის მერიასა და “ავერსს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა დაიწყება.

სანიტარიული ჭრების ფარგლებში, თითოეული მოჭრილი ხე მყისიერად ჩანაცვლდება ახალი ნარგავით.

დედაქალაქის მასშტაბით, სულ 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა იგეგმება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

სანიტარიული ჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი.

თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებულ ხე-მცენარეებზე ამ ტიპის კვლევა პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში, ასევე, ამის პარალელურად, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.

კომენტარი