აღმაშენებლის №59ა-ში მდებარე ვერტიკალურ გამწვანებულ კედელს აახლებენ

აღმაშენებლის №59ა-ში მდებარე ვერტიკალურ გამწვანებულ კედელს აახლებენ

150
გაზიარება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა აღმაშენებლის №59ა-ში მდებარე ვერტიკალური გამწვანებული კედლის განახლება დაიწყო.

კედელზე, რომლის ფართობი 200 კვადრატულ მეტრზე მეტია, შეიცვლება 361 პანელური ქოთანი, აღდგება სარწყავი სისტემა და დაირგვება 19 894 ძირი მცირე ზომის ახალი მცენარე, მათ შორის, როზმარინი, ნანდინა, ჭანჭყატი, ლავანდა, პენისეტუმი, აბელია, კოწახურები, ჩიტავაშლა, წყავი, ირმის რქა, პირაკანტა, ფესტუკი, მექსიკური ბალახი, ლონისერა, კვიდო, ღვია.

სამუშაოების დასრულება გათვალისწინებულია 15 ნოემბრამდე. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ასევე, გეგმავს ავლაბარში არსებული ვერტიკალური გამწვანების კედლის აღდგენას.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური-ს ფოტო.

კომენტარი