ბარათაშვილის ქუჩაზე ხეები დარგეს

ბარათაშვილის ქუჩაზე ხეები დარგეს

168
გაზიარება

დედაქალაქის მასშტაბით, საშემოდგომო გამწვანების სამუშაოები გრძელდება.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ამჟამად ბარათაშვილის ქუჩა გაამწვანა.

ცენტრალური გზის გასწვრივ, ტურისტებით და ადგილობრივი მცხოვრებლებით აქტიურად დატვირთულ ტერიტორიაზე ურბანული გარემოსთვის შესაბამისი, სულ 41 ძირი, 5 მეტრზე მაღალი ჭადრის და კედრის ხეები დაირგო.

დედაქალაქის მასშტაბით, საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, სულ დაგეგმილია 12 000-მდე ძირი ხისა და 8 000-ზე მეტი ბუჩქის დარგვა.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური-ს ფოტო.

კომენტარი